გაკვეთილის მთავარი თემა
|
იაკობ გოგებაშვილის „ცრუ”
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური 1 კლასი. ქართული ენა. მასწავლებელი
თეა თოფურია
|
მოსწავლეთა პროფილი
|
26 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
1.
კითხვის
ტექნიკის განვითარება.
2.
კითხვა
- პასუხის , დიალოგის , პერსონაჟის დადებითი და უარყოფითი თვისებების ამოცნობის
უნარის ჩამოყალიბება.
3.
მარტივი წინადადების სწორად აგება ,რომ შეძლონ
სხვადასხვა სიტუაციაში სწორად მეტყველება.
4.
შინაარსის ილუსტრაციებად დაყოფა და გადმოცემა.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ზეპირმეტყველება
ქართ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს, ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია
• ასრულებს
მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
• უცნობი
სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
• მონაწილეობს
სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის
სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
ქართ.I.2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ
თემებზე
·
აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა
განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ); მეტყველებისას იყენებს
წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
·
ქართ.
I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
• მკაფიოდ
გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
• პაუზით
გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
• წინადადების
დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
ისტ
ისტ
I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან
დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.
სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და
შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციონირების
მიზნით (მაუსი, touch-pad, კლავიატურა,
ისტ I.3. მოსწავლეს შეუძლია
ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება
იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ
ჩატარებული სასწავლო აქტივობისას.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
კომენტარებით
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი წინასწარი
შეფასების რუბრიკით
|
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
|
ბუკი, დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, ,,ცხელი სკამი“.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1 -. გამოწვევა -2წთ.
დაფაზე ასოების დაწერა ,, რ”, ,,უ“, ,,ც“. ააწყვეთ
სიტყვა.
რას ნიშნავს ეს სიტყვა, რა
ანდაზა გახსენდებათ ტყუილზე, ,,ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“, ტყუილის მთქმელს
მართალსაც არ დაუჯერებენო“
აქტივობა 2-ტექსტის წაკითხვა
ბუკში პრეზენტაციით -8წთ.
პაუზებით კითხვა- მასწავლებელი - ტექსტს კითხულობს პაუზებით . თითოეული პაუზის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოთქვან ვარაუდი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ისინი ასაბუთებენ თავის ვარაუდს, რატომ ფიქრობენ ასე, რა აძლევს მათ ამის არგუმენტს.
აქტივობა 3
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეების მიერ -4წთ
აქტივობა 4 ტექსტის
დამუშავება კითხვებზე პასუხებით , ,,ცხელი სკამი“ ---5წთ.
აქტივობა5
ბუკში ტესტებზე მუშაობა-4წთ. (დანართი2)
აქტივობა 6 ჯგუფური მუშაობა
და პრეზენტაცია- 5წთ.
აქტივობა 7
შეჯამება -3წთ
მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს და აკეთებენ დასკვნებს: რა ისწავლეს? რა იყო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? აღნიშნავენ რაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. გამოიტანენ დასკვნას როგორი საქციელია ყველასთვის მისაღები და რატომ?
აქტივობა 8 შეფასება-2წთ
აქტივობა 9 დავალების მიცემა-1წთ
მასწავლებელი აძლევს დავალებას
მოსწავლეებს: წარმოიდგინონ რომ მოთხრობის
გმირი მათი
თანამედროვეა და
მისწერონ წერილი,
სადაც გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას.
|
Pages
ჩემი რესურსები
Wednesday, September 23, 2015
ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment