გაკვეთილის მთავარი თემა
|
იაკობ გოგებაშვილის „ცრუ”
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური 1 კლასი. ქართული ენა.
მასწავლებელი
თეა თოფურია
|
მოსწავლეთა პროფილი
|
26 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
1.
კითხვის ტექნიკის განვითარება.
2.
კითხვა - პასუხის , დიალოგის ,
პერსონაჟის დადებითი და უარყოფითი თვისებების ამოცნობის უნარის ჩამოყალიბება.
3.
მარტივი წინადადების სწორად აგება
,რომ შეძლონ სხვადასხვა სიტუაციაში სწორად მეტყველება.
4.
შინაარსის ილუსტრაციებად დაყოფა და გადმოცემა.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ზეპირმეტყველება
ქართ.I.1. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს, ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია
• ასრულებს მასწავლებლის მარტივ
ზეპირ ინსტრუქციებს;
• უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად
სვამს შეკითხვებს;
• მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ
აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს
სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
ქართ.I.2. მოსწავლეს
შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე
·
აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს
საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ,
მარცხნივ); მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას,
ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
·
ქართ. I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული
წესების დაცვა.
• მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
• პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
• წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით
და შესაბამისი ინტონაციით;
ისტ
ისტ I.1. მოსწავლე
ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა
და ოპერაციებს.
სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან
ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი
ფუნქციონირების მიზნით (მაუსი, touch-pad,
კლავიატურა,
ისტ
I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება
იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს
მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
კომენტარებით
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი წინასწარი
შეფასების რუბრიკით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ბუკი,
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, ,,ცხელი სკამი“.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1 -. გამოწვევა -2წთ.
დაფაზე ასოების დაწერა ,, რ”, ,,უ“, ,,ც“. ააწყვეთ სიტყვა.
რას
ნიშნავს ეს სიტყვა, რა ანდაზა გახსენდებათ ტყუილზე, ,,ტყუილს მოკლე ფეხები
აქვსო“, ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენო“
აქტივობა
2-ტექსტის წაკითხვა ბუკში პრეზენტაციით -8წთ.
პაუზებით კითხვა- მასწავლებელი - ტექსტს კითხულობს პაუზებით . თითოეული პაუზის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოთქვან ვარაუდი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ისინი ასაბუთებენ თავის ვარაუდს, რატომ ფიქრობენ ასე, რა აძლევს მათ ამის არგუმენტს.
აქტივობა
3 ტექსტის წაკითხვა
მოსწავლეების მიერ -4წთ
აქტივობა
4 ტექსტის დამუშავება კითხვებზე პასუხებით , ,,ცხელი სკამი“ ---5წთ.
აქტივობა5 ბუკში ტესტებზე მუშაობა-4წთ.
აქტივობა
6 ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია- 5წთ.
აქტივობა 7 შეჯამება -3წთ
მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს და აკეთებენ დასკვნებს: რა ისწავლეს? რა იყო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? აღნიშნავენ რაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. გამოიტანენ დასკვნას როგორი საქციელია ყველასთვის მისაღები და რატომ?
აქტივობა 8 შეფასება-2წთ
აქტივობა 9 დავალების მიცემა-1წთ
მასწავლებელი
აძლევს დავალებას
მოსწავლეებს: წარმოიდგინონ
რომ მოთხრობის
გმირი მათი
თანამედროვეა და
მისწერონ წერილი,
სადაც გამოხატავენ
თავის დამოკიდებულებას.
|
Pages
ჩემი რესურსები
Wednesday, September 23, 2015
ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment