Wednesday, September 23, 2015

ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში


გაკვეთილის  მთავარი თემა
იაკობ გოგებაშვილის ცრუ”
სწავლების საფეხური

დაწყებითი საფეხური 1 კლასი. ქართული ენა.   მასწავლებელი    
თეა თოფურია

მოსწავლეთა პროფილი
26 მოსწავლე


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
1.        კითხვის ტექნიკის განვითარება.
2.        კითხვა - პასუხის , დიალოგის , პერსონაჟის დადებითი და უარყოფითი თვისებების ამოცნობის უნარის ჩამოყალიბება.
3.        მარტივი წინადადების სწორად აგება ,რომ შეძლონ სხვადასხვა სიტუაციაში სწორად მეტყველება.
4.        შინაარსის ილუსტრაციებად დაყოფა და გადმოცემა.




გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ზეპირმეტყველება
ქართ.I.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს, ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია
•           ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
•               უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
•               მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);           
ქართ.I.2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე
·         აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ); მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
·         ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

•               მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
•               პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
•               წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
ისტ

ისტ I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.
სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით (მაუსი, touch-pad, კლავიატურა,
ისტ I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება
იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას.
შეფასების საგანი და პროცედურები
 კომენტარებით
მოსწავლეები  შეფასდებიან   განმავითარებელი  წინასწარი  შეფასების     რუბრიკით  
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ბუკი, დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, ,,ცხელი სკამი“.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა 1 -.  გამოწვევა  -2წთ.
   დაფაზე  ასოების დაწერა ,, რ”, ,,უ“, ,,ც“.  ააწყვეთ სიტყვა.
რას ნიშნავს ეს სიტყვა, რა ანდაზა გახსენდებათ ტყუილზე, ,,ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“, ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენო“
აქტივობა 2-ტექსტის წაკითხვა ბუკში პრეზენტაციით -8წთ.


პაუზებით კითხვა- მასწავლებელი -  ტექსტს კითხულობს პაუზებით . თითოეული პაუზის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოთქვან ვარაუდი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ისინი ასაბუთებენ თავის ვარაუდს, რატომ ფიქრობენ ასე, რა აძლევს მათ ამის არგუმენტს.
აქტივობა 3 ტექსტის წაკითხვა მოსწავლეების მიერ -4წთ
აქტივობა 4 ტექსტის დამუშავება კითხვებზე პასუხებით ,   ,,ცხელი სკამი“ ---5წთ.
 აქტივობა5 ბუკში ტესტებზე მუშაობა-4წთ. (დანართი2)
აქტივობა 6 ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია- 5წთ.
 აქტივობა 7 შეჯამება -3წთ
   ოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს და აკეთებენ დასკვნებს: რა ისწავლეს? რა იყო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? აღნიშნავენ რაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. გამოიტანენ დასკვნას როგორი საქციელია ყველასთვის მისაღები და რატომ?
აქტივობა 8   შეფასება-2წთ
აქტივობა 9 დავალების მიცემა-1წთ
 მასწავლებელი აძლევს დავალებას მოსწავლეებს: წარმოიდგინონ რომ მოთხრობის გმირი მათი თანამედროვეა და მისწერონ წერილი, სადაც გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას.

ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში